საზოგადოება
მეზღვაურები თანხმობის მოლოდინში

maltaლიბიიდან გაქცეული მეზღვაურები მალტის მთვრობისგან გემის პორტში შესვლის თაობაზე თანხმობას ელიან. უკვე რამდენიმე დღეა, მეზღვაურები საკვების გარეშე იმყოფებიან.

დღეს მათ პირველადი მოხმარების საშუალებებს მიაწვდიან. გემის პორტში შესვლის შემდეგ უკვე მოლაპარაკებები დაიწყება ხელფასების გაცემისა და მათი საქართველოში ჩამოყვანის შესახებაც.

ქართველმა მეზღვაურებმა ლიბიიდან გამოქცევა გემის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ შეძლეს. საქართველოს 5 მოქალაქე ახლა მალტაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მეზღვაურები ლიბიაში გასული წლის თებერვალში გაემგზავრნენ. კონტრაქტორმა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შტორმის შედეგად დაზიანებული ტვირთის მიღებაზე გემის მფლობელს უარი განუცხადა. კომპანიამ კი მეზღვაურებს ხელფასი შეუწყვიტა. ისინი თვეების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.