უცხოეთი
რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ერევანში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სომხეთის მეორე პრეზიდენტს თავდებში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მოქმედი და ყოფილი ლიდერები, ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი ჩაუდგნენ. მათ რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით ერთი მილიონი სომხური დრამი გადაიხადეს და პირობა დადეს, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებას და სასამართლო პროცესს არ გაექცევა.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთს 1998 წლიდან 2008 წლამდე მართავდა. ქვეყნის ყოფილ ლიდერს კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში სდებენ ბრალს.

1tv.ge