პოლიტიკა
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრის პროცესის შესახებ ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი.

საჩივრები დაიწერა როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. "თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით განიხილება და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი რეაგირება", - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დღის განმავლობაში შევიდა 209 ზარი, ონლაინ-ჩატის საშუალებით 56 ტექსტური შეტყობინება. მათი უმეტესობა შეეხებოდა ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას, დამკვირვებლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ საკანონმდებლო ინფორმაციის მიწოდებას.