აქტუალური
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვლადიმ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის წარმატებები უსურვა პრეზიდენტის თანამდებობაზე. თავის მხრივ, ზელენსკიმ შეხვედრისას თავის პრიორიტეტებზე ილაპარაკა.

რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენთვის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ყოველდღიურად იღუპება ხალხი“, – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარებისკენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კორუფციის დამარცხებაა.

ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩემთვის მაგალითს წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელების შესახებ განაცხადეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ უნდა გააერთიანონ თავიანთი პოზიციები ნატოს წევრობისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ ყველას კიდევ ერთი გამოწვევა გველოდებაევროპარლამენტის არჩევნები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატოს წევრობისკენ გზაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.