აქტუალური
სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ! ხმალამოღებული ჩავალ ზუგდიდიდან თბილისამდე!

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სახლთან, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, პროტესტის ტალღა უკვე დაწყებულია და გუნდთან ერთად ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმა.

გუშინდელი .. არჩევნების ჩატარების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელს ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სახლთან. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი, რადგან მისი მოქმედება, მისი .. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, რადგან არ შეუძლია, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველანი ერთად უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენს მეგობრებთან, გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება. ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, ბრძოლაში არ არის მარტო, მის გვერდით დგანან სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები.

ვისაც უნდა, ამ ბრძოლაში რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდება. საქართველოს ჰყავს ერთ მტერი, ეს არის ივანიშვილი და მის სასახლესთან დამთავრდება ეს საპროტესტო ტალღა, ერთი მიზნით, რომ დაგვანებოს თავი“, – განაცხადა რულოვსმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა სანდრა რულოვსს ნიკა მელიას განცხადებაზეც ჰკითხეს, სადაც მელია ამბობდა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობდეს და მუდმივად რევოლუციაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ყველას აქვს თავისი არჩევანი.

არ მომისმენია, მარტო გამიგია და მინდა ვთქვა, ყველას აქვს თავისი არჩევანი. მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. რაც მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

პირადად ჩემი პოზიცია და ედპ-ს პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესების რადიკალიზაციას, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გააუქმა არჩევნები და ამიტომ საჭიროა ბრძოლა მის დასაბრუნებლად.

ეს არჩევნების აღდგენა და დაბრუნება ხომ არ არის მარტივი თემა. ზოგად რაღაც რადიკალურ აქციებზე ვისაუბროთ, ამის მიმდევარი ნამდვილად არ ვარ. ყოველ პროტესტს უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი და პირველ რიგში ეს უნდა იყოს სწორედ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ამ ყველაფრისთვის ჩვენ დაგვჭირდება ქუჩაში პროტესტი. ბუნებრივია, ამას ენის მოჩლექით მე არ ვიტყვი და დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობა არის გაერთიანებულ ოპოზიციაშიც. აუცილებლად მივმართავთ ამ ზომებს. პროტესტი და, ასე ვთქვათ, ბრძოლა რადიკალური, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი და მე ამაში ვერაფერს ცუდ ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქარდავამ.