სამართალი
„ზნეობისა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლებმა თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართეს

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ორგანიზაცია ზნეობისა და პარტია ქართული იდეის წარმომადგენლებმა თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა დაბრუნება მოითხოვეს.

მათი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა თემებზე რუსეთთან საუბარი. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, ქვეყანას ოკუპაციის სახით დიდი გამოწვევა აქვს.