უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - მე ვრჩები ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. უკრაინაში ჩასვლა ნიშნავს საქართველოსთან ახლოს ყოფნას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, „საქართველოს სჭირდება გადარჩენა”.

„რა თქმა უნდა, უკრაინას და საქართველოს არ ვყოფ ერთმანეთისგან. უამრავი უკრაინელი დაეცა საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს პატრიოტები დაიღუპნენ უკრაინისთვის. მე ძალიან ვამაყობ ამ ბიჭებით, ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი.

რა თქმა უნდა, მე ვრჩები ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად, რომელსაც ივანიშვილი არ უშვებს იმ სახელმწიფოში, რომელიც მან დააფუძნა, თავის გუნდთან ერთად. ეს არის ის დიდი ისტორიული უსამართლობა.

ჩვენ დავკარგეთ ბევრი წელი და არ გვაქვს დასაკარგი დრო; ჩვენ გვყავს გადასარჩენი საქართველო. საქართველო იცლება ადამიანებისგან და სისხლისგან. საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე,! საქართველოს აქვს მომავალი. ამ დანაკარგების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ წინ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge