აქტუალური
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი ჯდება

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 402 673 ლარი ჯდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დამტკიცდა.

დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 288 554 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, საქონელისა და მომსახურების შესყიდვაზე 90 708 ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი 23 411 ლარია გათვალისწინებული.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“).