უცხოეთი
უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭრა.

რეზოლუციის პროექტს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებული 297 დეპუტატიდან, მხარი მხოლოდ 97-მა დაუჭრა. გროისმანის გადასაყენებლად მინიმუმ 226 ხმა იყო საჭირო.

ინაუგურაციის დროს, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

გროისმანმა უმაღლეს რადას გადადგომის წინადადებით 23 მაისს მიმართა. კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მთავრობის გადადგომას იწვევს.

მთავრობა, რომლის გადადგომასაც პარლამენტი ამტკიცებს, უფლებამოსილების შესრულებას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე აგრძელებს.

1tv.ge