სამართალი
სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დანიშვნა უკრაინის პრემიერ-მინისტრად ან გენერალურ პროკურორად რეალურია

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი რადაში კენჭისყრას ვერ შეძლებს.

ადვოკატის განმარტებით, კანონში არსებობს შესაბამისი შეზღუდვა.

კანონის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი რადას დეპუტატად კენჭს ვერ იყრის. არსებობს კანონის შეზღუდვა. რაც შეეხება დანიშვნას, აქ ასეთი შეზღუდვები არ არის. ამიტომ თანამდებობები, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, მინისტრი ან გენერალური პროკურორიეს რეალურია“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბარში ჩერნოლუცკიმ.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში 29 მაისს ჩავიდა.