სამართალი
გახარია: „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სერიოზული პროგრესი გვაქვსთიბისი ბანკზეკიბერთავდასხმის ნაწილში. ზუსტად იმ ვადებში, რომელიც საზოგადოებას განვუცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვექნება ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს და მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.