უცხოეთი
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთს შესაძლოა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ალბანეთს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

როგორც ბრიუსელში აცხადებენ, მათ ოფიციალურად მიმართა ნიდერლანდების ხელისუფლებამ და ალბანეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა. ამის მიზეზად ჰოლანდიის მთავრობა ალბანური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისგან მომავალ საფრთხეს ასახელებს.

„დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კომისიამ მიიღო ნიდერლანდებისგან შეტყობინება ალბანეთთან დაკავშირებით, რათა უვიზო რეჟიმის შეჩერების სწრაფი მექანიზმი ამოქმედდეს“, – განაცხადა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესმდივანმა, ნატაშა ბერტომ.

მისივე თქმით, ევროკომისია ამ მოთხოვნას შეისწავლის და ანალიზისთვის ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს გადაუგზავნის.

1tv.ge