აქტუალური
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ქვეყანაში 58 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. სააგენტოში აწარმოე საქართველოში, 2019 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში სულ 23 განაცხადია შესული, საიდანაც 15 ფილმზე გადაღებები დასრულდა 8 ფილმზე კი ამჟამად მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 58,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას დროს კი 7 950-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტისგადაიღე საქართველოშიფარგლებში უკვე 23 უცხოური პროექტი განხორციელდა“, – აცხადებენ სააგენტოში.