სამართალი
ბოდბისხევში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ბოდბისხევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, 36 წლის ბექა ჭაბაშვილი დაბადების დღის სუფრიდან მეზობელთან ერთად ბრუნდებოდა. მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჭაბაშვილი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას დაზიანებები თავის არეში ბლაგვი იარაღით, სავარაუდოდ, ქვით ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.