უცხოეთი
დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 300 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე ტარიფების დაწესებით ემუქრება

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების დაწესებით ემუქრება.

დონალდ ტრამპის თქმით, პეკინთან სავაჭრო დავის დასრულება და ხელშეკრულების დადება სურს, რის გამოც სავაჭრო მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჩინეთთან მოლაპარაკებებში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ვნახავთ, რა იქნება მომავალში… შესაძლოა, მორიგი ტარიფები დავაწესო სულ მცირე 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე და ამას საჭირო დროს გავაკეთებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პარალელურად, ჩინეთის კომერციის მინისტრმა თქვა, რომ თუ ვაშინგტონი სავაჭრო დაძაბულობის ცალმხრივ ესკალაციას მოახდენს, პეკინმა საჭირო კონტრზომები უნდა მიიღოს.

მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ის ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელთან, იი განთან გეგმავს შეხვედრას.

1tv.ge