აქტუალური
სააკაშვილი ისევ გახდება საქართველოსა და უკრაინას შორის პრობლემა! - დავით ჭიჭინაძე

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. სააკაშვილის ფაქტორი ხვალ თუ ზეგ, შესაძლოა, ისევ გახდეს საქართველოსა და უკრაინას შორის პრობლემა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, დავით ჭიჭინაძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც ილაპარაკა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის თემამ ერთი ფურცელი კიდევ გადაფურცლა. თუქართულ ოცნებასსურვილი ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს პასუხი ეგო, მათ ძალიან დიდი დრო ჰქონდათ, პრაქტიკულად ექვსი წელი. ამ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ კოსტიუმების თუ ტანსაცმლის საქმეზე წაუყენეს ბრალი, მეტი არაფერი. სხვა ბრალს ან არ უყენებენ, ან თვითონაც დარწმუნებულები არ არი, რომ სხვა საქმეებში თავადაც არ მონაწილეობენ. „ნაციონალური მოძრაობისძალიან ბევრი ყოფილი ოდიოზური ფიგურა დღესქართულ ოცნებაშიამოკალათებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეშინიათ, ბრალის წარდგენა მათზეც არ მოხდეს.

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება ხვალ თუ ზეგ სააკაშვილის ფაქტორი ისევ გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.