აქტუალური
2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. 2019 წლის მშვიდობის გლობალურ ინდექსშისაქართველო დაწინაურდა. 163 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა 99-ე ადგილზეა. შარშანდელ რიტინგთან შედარებით საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა.

მშვიდობის გლობალური ინდექსის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2008-დან 2019 წლამდე პერიოდში 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა“.

„მშვიდობის გლობალური ინდექსის“ ავტორი ლონდონის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტია. ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორიზმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ყველაზე მშვიდობიან რეგიონად 2019 წელს ევროპაა აღიარებული. ავტორების თქმით, ამას ხელი შეუწყო ევროპაში ტერაქტების რაოდენობის შემცირებამ.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ისლანდია, მეორეზე - ახალია ზელანდია, ხოლო მესამეზე - პორტუგალია.

რუსეთი კვლევის ავტორთა შეფასებით 154-ე ადგილზეა. უკრაინა 150-ეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგი აქვს ლატვიას, ესტონეთს და ლიეტუვას.