სამართალი
ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობა, სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე აღძრა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.