აქტუალური
კარასინი: მოსკოვმა და თბილისმა მტრობის ჩიხიდან გამოსვლა შეძლეს (ТАСС)

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. რუსეთმა და საქართველომ მტრობის ჩიხიდან გამოსვლა შეძლეს, – როგორც რუსული სააგენტო ТАСС წერს, ამის შესახებ პრაღაში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განუცხადა.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევაჯამებთ 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს, თუ რისი გაკეთდება მოხერხდა ამ პერიოდის განმავლობაში. ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე ერთობლივად მუშაობის წლების მთავარი შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით ურთიერთობების მტრობის, კონფრონტაციის, ერთმანეთის ემოციური მიუღებლობის ჩიხიდან გამოყვანა“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური განწყობა წარსულს ჩაჰბარდა, რადგან ეს სავაჭრო-ეკონომიკურ და ტრანსპორტის სფეროებში არსებული საკითხების მოგვარების სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას იძლევა.

ვაჭრობა ვითარდება, არსებობს შესაბამისი მონაცემები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოდან პროდუქციის მიწოდება იზრდება. რუსული პროდუქციის ექსპორტი საშუალო აქტიურ დონეზე რჩება, სავაჭრო ბრუნვა იზრდება“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

გრიგორი კარასინის თქმით, ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელია რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი.

ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩადის საქართველოშიგასულ წელს იყო მილიონ-ნახევარი, წელს კი სტატისტიკა აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებსაც“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.