უცხოეთი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დაბრუნების საკითხს განიხილავს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია იხსნება. სესიაზე განიხილავენ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ასამბლეას სთავაზობს რუსეთის დელეგაციის უფლებების აღდგენას.

2014-2015 წლებში რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული ყირიმის ანექსიის გამო, 2016 რუსეთმა თვითონ გამოუცხადა ბოიკოტი საპარლამენტო ასამბლეას, ხოლო 2017 წლისთვის კი საწევროს გადახდაც შეწყვიტა. 2019 წელს იწურება გადაუხდელობის ორწლიანი ვადა, რომლის შემდეგაც ორგანიზაციას რუსეთის წევრობის საკითხის დაყენება შეუძლია. მაისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების შანსს იძლევა.

რიგი სხვა სახელმწიფოები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რეზოლუციის მიღებას, მაგრამ საქმეში ჩახედულ ექსპერტთა აზრით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შანსი მაღალია. რუსეთის უფლებების აღდგენის შემთხვევაში ამ ქვეყნის დელეგაცია უკვე ორი დღის შემდეგ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნებში.

interpressnews.ge