უცხოეთი
თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 82 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ბრძანება გასცეს

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. თურქეთში 82 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ბრძანება გასცეს. ისინი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიცია რეიდს იზმირის პროვინციაში ატარებს, სადაც 42 ეჭვმიტანილი ცხოვრობს. გარდა იზმირისა, რეიდი ტარდება 17 სხვა პროვინციაშიც.

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ხელისუფლება მათ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს.

1tv.ge