აქტუალური
საქართველოს უკრაინაში ახალი ელჩი ეყოლება

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება, - ამის შესახებ „ტაბულას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება როტაციის არსებული პრინციპის საფუძველზე მოხდა. მათივე ცნობით, უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩი გელა დუმბაძე საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

"როგორც მოგეხსენებათ დიპლომატიურ სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისიფლება ხორციელდება როტაციის პრინციპით. ასე მოხდა - გელა დუმბაძის შემთხვევაშიც, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში - საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე, და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდილბა. ამის შესახებ ცნობილია თავად - გელასთვის, და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მასთან კონსულტაციის შედეგად", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ დაიკავებს უკრაინაში საქართველოს ელჩის ადგილს, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.