სამართალი
ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყვეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

„20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და თანამდებობიდან წასვლასთან ერთად დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩესგავრილოვის ღამის მოწყობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გვალიამ.

ამასთან, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეები ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას მოითხოვდნენ.