აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბათუმსა და ზუგდიდში აქციები გაიმართა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. გადადგეს გახარია!“, „რეჟიმი უნდა დაინგრეს“, „გახარია, თვალთხარია, წადი“, – ამ მოთხოვნებით ბათუმსა და ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

აქცია არის მშვიდობიანი. მოვითხოვთ, გადადგეს გახარია და მთელი მთავრობა. ეს მოთხოვნა არის უცვლელი და პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.