უცხოეთი
ევროპარლამენტის წევრებმა მომავალ პრეზიდენტად ყოფილი იტალიელი ჟურნალისტი აირჩიეს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის წევრებმა მომავალ პრეზიდენტად ყოფილი იტალიელი ჟურნალისტი აირჩიეს. დევიდ სასოლის პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, მან 667 ხმიდან 345 ხმა მიიღო.

ევროპარლამენტში პრეზიდენტის კანდიდატებს კენჭი დღეს უყარეს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კენჭისყრის ორი რაუნდი გახდა საჭირო. პირველ რაუნდშიც დევიდ სასოლი ლიდერობდა.

გამარჯვებული კანდიდატი ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

interpressnews.ge