აქტუალური
კარასინი: საქართველოს ნატოში დაჩქარებით გაწევრიანებისკენ მოწოდებები სახიფათოა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. რუსეთს სახიფათოდ მიაჩნია თეზისები საქართველოს ნატოში დაჩქარებით მიღების შესახებ, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 3 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

"ჩემ კოლეგებთან ერთად აფხაზეიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოვყავით ცალკე თემად აშშ- და ნატოს აქტივობ ზრდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში; ამ სამხედრო ბლოკის მრავალრიცხოვანი, საკმაოდ მასშტაბური და მრავალეროვნული სწავლებები.

ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ სახიფათოა მოსალოდნელ ლონდონის ნატოს სამიტზე სხვადასხვა ტიპის საუბარი ალიანსის წევრად საქართველოს მიღების დაჩქარების შესახებ", - ამბობს კარასინი.