აქტუალური
კარასინი: რუსი ტურისტებისთვის საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში რუსი ტურისტები საფრთხის ქვეშ არ არიან, მაგრამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა შეიძლება ეს გამოიწვიოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შემდეგ.

"სიტყვა "სანქციები" სრულიად არასწორია - ესაა ადეკვატური რეაქცია იმ საფრთხეებზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება არსებობდეს ჩვენი ტურისტებისთვის. კარგია, რომ ეს საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში წარმოიქმნას. ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება გაჟღერდა, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ინიციატივა და გააკეთოს ყველაფერი, რომ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არ დაშავდნენ", - განაცხადა კარასინმა.

"ეს დამოკიდებულია ყველაფერზე. ჩვენ არასდროს არანაირ პირობებს არ ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, მსუბუქად და ინტელიგენტურად, კეთილმეზობლურად... ეს შემოქმედებითი საკითხია", - თქვა მან ავიარეისების შეზღუდვის შესახებ.