საზოგადოება
კარასინი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით ბოლო მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ სიტუაცია, 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, შედარებით დაძაბული იყო.

ჩემი შეგრძნებით, ნერვიულობდნენ თავმჯდომარეები, რადგან არ იცოდნენ, როგორ გამოიხატებოდა ეს და ხომ არ იქნებოდა ღია კონფრონტაცია პირდაპირ შეხვედრაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი და ჩვენ არსებული დღის წესრიგით გავაგრძელებდით მუშაობას. ვისაუბრებდით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ადგილზე შექმნილ მდგომარეობაზე, ძალის გამოუყენებლობაზე და ასე შემდეგ.

ჩვენ მთელი დღის წესრიგი გავიარეთ, მაგრამ მთავარი მაინც ვერ გადავწყვიტეთრეგიონების სტატუსზე, დეოკუპაციის თემაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების ჰუმანიტარულ უფლებებზე. როდესაც ამ თემებს ვუბრუნდებით, განხილვების ტემპერატურა მატულობს ხოლმე“, – განაცხადა კარასინმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე აქციებსაც შეეხნენ.

ჩვენ პირდაპირ არ გავიხილავს თბილისში არსებული ვითარება, თუმცა ვთქვით, რომ დემონსტრაციებზე რადიკალების უპასუხისმგებლო განცხადებებს განწყობაზე გავლენა აქვს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. მერე დემონსტრანტების წამოყვირებები იყო, ამ ყველაფერს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. ორმხრივ ურთიერთობებში მეზობელ ქვეყნებს შორის სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამონათქვამების უფლება არ უნდა მისცეს. ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და გამონათქვამები შევარჩიოთ.

მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და რომ ის ორგანიზებულად დამთავრდა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ოქტომბერში მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.