სამართალი
ბარამიძე გამომძიებლების კითხვებს სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით პაუხობდა, რადგან პოლიციაში მისვლის შეეშინდა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოში „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის გამოკითხვა 6 ივლისს მიმდინარეობდა. ამის შესახებ პირველი არხი იუწყებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა.

სასამართლოში გამოკითხვა ბარამიძემ თავად მოითხოვა.

ყველაფერი არის კარგად გასარკვევი და ყველა დეტალი დარწმუნებული ვარ, გაირკვევა. მათ ჩაფიქრებული აქვთ, რომ თქვან, აი, ვიღაცა სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ ეს პირიქით შემოუტრიალდება მათ“, – განააცხადა გია ბარამიძემ.

გია ბარამიძის გამოკითხვაზე დასწრება მის თანაგუნდელებს და მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა პროკურორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ სხდომა დაატოვებინა.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობების დროს დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.