უცხოეთი
„ბიბისი“ - აშშ-ში ბრიტანეთის ელჩმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩმა, კიმ დაროკმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი მიწერილ წერილში კიმ დაროკი წერს, რომ მედიაში გავრცელებულმა მიმოწერამ სპეკულაციები გამოიწვია, რაც აზიანებდა ელჩის თანამდებობას, სწორედ ამიტომ, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„მსურს ეს სპეკულაცია დავასრულო. არსებული სიტუაცია შეუძლებელს ხდის მუშაობას“, – წერს კიმ დაროკი.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელჩის, კიმ დაროკისა და ლონდონის მიმოწერა მედიამ გაასაჯაროვა. წერილებში ბრიტანელი დიპლომატი ტრამპს „არაკომპეტენტურს“, ხოლო მის მთავრობას „არაპროგნოზირებადს“ უწოდებს.

ამის შემდეგი ელჩი მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა მას სულელი უწოდა და განაცხადა რომ ელჩთან თანამშრომლობას აღარ აპირებდა.

თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობამ, ელჩს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

1tv.ge