აქტუალური
რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ივანიშვილს შუამავლები არ სჭირდება - მამუკა არეშიძე

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. დღეს ადა მარშანია, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან. „პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ განმარტა, თუ რატომ არ სჭირდება საქართველოს მთავრობას რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატთა დახმარება. „ისეთ ადამიანებს, როგორიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ყოველთვის აქვთ საკუთარი არხები. არა მარტო მოსკოვის, არამედ სხვა დედაქალაქების მხარესაც, სადაც პოლიტიკა კეთდება. ამიტომ დარწმუნებული არა ვარ, რომ „პატრიოტთა“ დახმარებით „ქართულ ოცნებაში“ მოისურვებდნენ გარკვეული კონტაქტების დამყარებას“, - განუცხადა არეშიძემ Sputnik-საქართველოს.