უცხოეთი
მოქალაქეების პროტესტი გერმანიაში ზურაბიშვილთან შეხვედრისას

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. გერმანიიის ქალაქ მიუნხენში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრის ორმა მონაწილემ ცალ თვალზე ხელის აფარებით 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა.

ფოტოზე ჩანან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად სხედან თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი, რომლებსაც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული 20-21 ივნისს, თბილისში აქციის დარბევისას დაშავებულთა სოლიდარობის ნიშნად.

არაფერი პირადული. უბრალოდ, ძნელია მშვიდად ისაუბრო, როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა შეხვედრის ადგილიდან არცთუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!” – წერს ფეისბუკზე მირიან გამრეკელაშვილი.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან და საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ნეტგაზეტს უყვება, პრეზიდენტმა ღონისძიება არასასიამოვნო ვითარებაში პროტესტის ფონზე დატოვა.

მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კრიტიკული კითხვების გამო, შეხვედრის მონაწილეებს მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დააბრალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით თავადაც გაავრცელებენ.

netgazeti.ge