აქტუალური
IRI - ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია და ჯარი ლიდერობენ

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 33 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 33 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 26 პროცენტი, პროკურატურა – 25 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 25 პროცენტი, სასამართლოები – 23 პროცენტი, პროფკავშირები – 18 პროცენტი.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.