პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილა

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსს, მიკ მაილვეინს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს დავით ზალკალიანმა და მიკ მაილვეინმა კმაყოფილებით აღნიშნეს თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციასთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობა და საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერებულ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებში.

ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პატრონაჟით უკვე მეორედ იმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.