საზოგადოება
საქონელმიმოქცევა რუსეთსა და საქართველოს შორის 4,3%-ით გაიზარდა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს შორის საქონლის მიმოქცევამ 677,78 მლნ დოლარი შეადგინა.ეს 4,3 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რუსეთის წილად საქართველოს საერთო საქონელმიმოქცევის 11,4% მოდის. ეს მეორე მაჩვენებელია საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის, პირველ ადგილს კი თურქეთი იკავებს.

საქართველოში რუსეთის ექსპორტის ძირითად წილს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეადგენს. ასე, მაგალითად, იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ექსპორტირებული იქნა 140 ათასი ტონა ხორბალი და 16 ათას ტონაზე მეტი მცენარეული ზეთი.