საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარი გახდა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2343 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047, ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.