საზოგადოება
ტრამპი: აშშ-ს რუსეთთან მტრობის საფუძველი არ აქვს!

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის საქმიანობა, რომელიც ცდილობს რესპუბლიკელებთან დაპირისპირების შენარჩუნებას რუსული საფრთხის შესახებ რწმუნებათა გაბერვის ფონზე. „ეს ცუდია სხვა ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით, ჩვენი ურთიერთობებისათვის. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც რუსეთთან შეიძლება ცუდი ურთიერთობა გვქონდეს! არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ვერ ავაწყოთ“, - განაცხადა ტრამპმა.