პოლიტიკა
ლარი შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია - ქობულია

 საქართველო, 1 აგვიტო, საქინფორმი. “ლარი შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია. ყველანაირი ზომა, რომელსაც ახლა მთავრობა მიიღებს, ეს არის რეალურად, ნაცრის შეყრა თვალებში. ვერანაირი ზომა იმ ზარალს, რომელიც ჩვენ მოგვადგა, მოკლე პერიოდში ვერ დააკომპენსირებს. დღეს, ჩვენ რასაც ვხედავთ, ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი არის ორი: ერთი არის რუსეთთან კომფლიქტური სიტუაციის გამწვავება, ტურისტული ნაკადის შემცირება. აგრეთვე, მომიჯნავე სექტორებში ამ მოვლენამ მოგვაყენა ასევე დიდი ზიანი. აქ სიტუაციის გამძაფრებას მოჰყვა ის, რომ ინვესტორები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებდნენ საქართველოში, უცხოურ ვალუტაში, ისინიც დაფრთხნენ და უფრო ნაკლები არიან”.

ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" ლარის კურსზე საუბრისას თქვა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 1.61 თეთრით შემცირდა, ევროსთან კი - 2.47 თეთრით. ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9507 ლარია, ერთი ევროსი - 3.2889 ლარი.