უცხოეთი
ბრექსიტის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი - ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკების პირობები უნდა შეცვალონ

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკების პირობები უნდა შეცვალონ, – ეს განცხადება ბრექსიტის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, სტეფან ბარკლიმ გააკეთა.

ბარკლის თქმით, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმზე გადაწყდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი უნდა დაეტოვებინა, ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა არაერთხელ შეიცვალა, ეს ფაქტი კი, ევროკავშირმა მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„ბატონმა ბარნიემ, მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, ევროკავშირის ლიდერებს უნდა მოუწოდოს, რომ შეთანხმებას გადახედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების ვარიანტი რეალური იქნება“, – წერს ბარკლი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკვე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ შეთანხმების რატიფიცირებისთვის, ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მექანიზმზე უარის თქმაა აუცილებელი.

1tv.ge