უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყირიმის ანექსია უკანონოა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ყირიმის ანექსია უკანონოა, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონში კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.

„გვჯერა, რომ პრობლემის მოგვარება მშვიდობიანად შესაძლებელია, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

1tv.ge