საქართველო. 12 აგვისტო, საქინფორმი. თქვენს წინაშე, ძვირფასო მკითხველებო, მხოლოდ რამდენიმე საშინელი კადრია, რომლებიც არასასურველია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა ნახონ. ეს არის ხრწნაშეპარული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, სააკაშვილის რეჟიმის უმოქმედობის დანახვისას, თავად გამოჰყავს ცხინვალის მახლობლად მდებარე მინდვრებიდან და ტყეებიდან, სადაც ისინი დაიღუპნენ. რუსეთის სარდლობამ ამის ნებართვა გასცა და ქართულ მხარეს სთხოვდა კიდეც ამის გაკეთებას: ”ბოლოსდაბოლოს, ხომ მართლმადიდებლები ხართ?! თქვენი ჯარისკაცების გვამებს ღორები ჭამენ, რატომ არ მიგყავთ ისინი?!“- მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას 58-ე არმიის მეთაური, გენერალუ ხრულიოვი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეს კადრები არ უჩვენეს ეკრანზე ნატო-ს წვრთნების "Agile Spirit" მონაწილეებს, და მხოლოდ მოვალეობის მომხდელი სიტყვებით შემოიფარგლნენ „ნატოსკენ საქართველოს უალტერნატივო მისწრაფების შესახებ, რადგან ალიანსი გლობალური უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში“.
საქინფორმი