სამართალი
იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მილანში ბინის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. მილანში პოლიციამ ბინის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც იტალიური მედია წერს, 27 წლის მამაკაცი 13 აგვისტოს, მილანში მდებარე ერთ-ერთ სახლში აიყვანეს, რომლის გაქურდვასაც ის აპირებდა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა.

პოლიციის ცნობით, ქურდობის შესახებ სამართალდამცავებს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.