უცხოეთი
მაკრონი : G7-ის მომდევნო სამიტზე რუსეთის მიწვევის შესახებ შეთანხმება არ შედგა

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დიდი შვიდიანის ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, რომ მომავალი წლის სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება, რუსეთს მიიწვევენ.

REUTERS-ის ინფორმაციით, მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ორგანიზებით მალე ჩატარდება სამიტი რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს შეეხება.

gurianews.com