უცხოეთი
რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პონტიფიკოსი 25 წუთის განმვალობაში იყო გაჭედილი ლიფტში და მისი გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს.

ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ვატიკანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რის გამოც ის ნახევარი საათი ლიფტში იყო გაჭედილი.

ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა, მის მაშველ მეხანძრეებს აპლოდისმენტებით მიესალმონ.

1tv.ge