უცხოეთი
სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეობას უმიზნებს

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ადვოკატი ვალერია კოლომიეცმა, რომელიც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების რუხის“ სიით წარუმატებლად იყრიდა კენჭს, კანდიდატის დეკლარაცია წარადგინა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, დოკუმენტი ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა კოლომიეცის წარდგენისას ტელეეთერით განაცხადა, რომ ადვოკატმა ქალმა „იგი ციხიდან გამოიყვან“. კოლომიეცი სააკაშვილს იცავდა იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსი ეჭვმიტანილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ხელშეწყობაში.

კოლომიეცი სასამართლოში იცავდა ასევე სააკაშვილის თანამებრძოლის, დავით საყვარელიძის ინტერესებს, რომელიც ბრალდებული იყო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

ვალერია კოლომიეცი 32 წლისაა, იგი წარმოშობით ლვოვიდანაა, განათლებით სამართალმცოდნეა, 2012 წლიდან ეწევა საადვოკატო მოღვაწეობას.

უცნობია, გახდება თუ არა სააკაშილის თანამებრძოლი იუსტიციის ახალი მინისტრის, დენის მალიუსკას მოადგილე.

radiotavisupleba.ge