უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო პატივს სცემს მოლდოვის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ნატო პატივს სცემს მოლდოვის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოლდოვის პრეზიდენტთან, იგორ დოდონთან შეხვედრისას განაცხადა.

„ნატო სრულიად პატივს სცემს მოლდოვის კონსტიტუციურ ნეიტრალიტეტს და სრულად მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ვიცით, რომ მოლდოვას არ აქვს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას. მტკიცედ გვწამს, რომ თითოეულ ერს საკუთარი კურსის განსაზღვრის უფლება გააჩნია“ – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

ამასთან, მისი განმარტებით, „ნეიტრალიტეტი იზოლაციას არ ნიშნავს“.

1tv.ge