სამართალი
ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება - ვახტანგ გომელაური

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება.

ასე უპასუხა ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მით უმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.