უცხოეთი
ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯონ ბოლტონს თანამდებობიდან ათავისუფლებს. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მე და ადმინისტრაციის წევრები კატეგორიულად არ ვეთანხმებით მის ბევრ მოსაზრებას", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. ტრამპის თქმით, ბოლტონის შემცვლელის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

როგორც BBC წერს, თანამდებობიდან ბოლტონის გათავისუფლებას წინ უძღოდა "თალიბანთან" ჩაშლილი მოლაპარაკებები.

ტრამპის პოსტს ჯონ ბოლტონმა Twitter-ზე უპასუხა: "პრეზიდენტ ტრამპს თანამდებობიდან ჩემი გადადგომა წუხელის შევთავაზე. მან კი მითხრა: "ამაზე ხვალ ვისაუბროთ", - წერს ჯონ ბოლტონი.

imedinews.ge