სამართალი
იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავა - ჯონ ტეფტი

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ტეფტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პორტის პროექტი წინ წავა.

"ამ საკითხში გავერკვიე, წავიკითხე გარკვეული მასალები ვაშინგტონში, ზოგ ადამიანს ვიცნობ, ვინც პროექტშია ჩართული. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ეკონომიკური მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. მიხარია, რომ ამერიკული კომპანიები არიან ამაში ჩართულნი და იმედი მაქვს, პროექტი წინ წავა. რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, დეტალებში ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ტეფტმა.

ჯონ ტეფტი თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში 9-10 სექტემბერს “მაკკეინის ინსტიტუტისა” და EPRC-ის ორგანიზებით იმართება.