უცხოეთი
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, დაპატიმრებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.

1tv.ge